loader

“ბექა იმ დღესვე მოკლეს! 8 წლის ბაჯგუმ ვერ გაუძლო სასტიკ მოპყრობას და ერთი თვის წინ მოკვდა; ახლა რიჟას მოკვლას ითხოვენ...“ - სასტიკი რეალობა, რომელსაც თამაზ ელიზბარაშვილი ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბექა იმ დღესვე მოკლეს! 8 წლის ბაჯგუმ ვერ გაუძლო სასტიკ მოპყრობას და ერთი თვის წინ მოკვდა; ახლა რიჟას მოკვლას ითხოვენ...“ - სასტიკი რეალობა, რომელსაც თამაზ ელიზბარაშვილი ავრცელებს

თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი განცხადებას ავრცელებს:

“13.06.2022 - დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი ,,რიჟას" საქმეზე.

ორი წლის წინ, 2020 წლის 11 ივნისს, რიჟა, ბაჯგუ და ბექა, სამი ოთხფეხა მეგობარი ცხოველთა მონიტორინგმა დააპატიმრა იმ მოტივით, რომ უცხო ცოფიან ძაღლთან ჰქონდათ კონტაქტიო. ბექა იმ დღესვე მოკლეს მუნიციპალურ თავშესაფარში. ბაჯგუს და რიჟას მოკვლა მოსამართლის განჩინების საფუძვლით საქმის ძირითად განხილვამდე შეაჩერეს. ორი წელი ელოდნენ რიჟა და ბაჯგუ სასამართლო პროცესს მუნიციპალური თავშესაფრის სიკვდილმისჯილთა საკანში გასეირნების და ნახვის უფლების გარეშე.

8 წლის ბაჯგუმ ვერ გაუძლო სასტიკ მოპყრობას და ერთი თვის წინ მოკვდა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, ბაჯგუს ლეშს თბილისის მერიამ ჩაუტარა ცოფზე გამოკვლევა ვაშლიჯვრის ლაბორატორიაში. ბაჯგუს ცოფი არ აღმოაჩნდა.

გაირკვა, რომ უდანაშაულო, ჯანმრთელი ძაღლი კახა კალაძის უწყებამ წამებით მოკლა. ეს არ იკმარეს და ახლა რიჟას მოკვლას დაჟინებით ითხოვენ. აი, ასეთი უსამართლო მმართველი ჰყავს ჩემ ქალაქს. რიჟას ლაპარაკი რომ შეეძლოს, მსოფლიოს მოუყვებოდა იმ სისასტიკის და უსამართლობის შესახებ, რასაც კალაძის უწყება სჩადის და შველას მოითხოვდა.

15 ივნისს ქალბატონი მოსამართლე გამოუტანს რიჟას საბოლოო გადაწყვეტილებას, აჩუქებს სიცოცხლეს ან...“