loader

თაკო ტა­ბა­ტა­ძე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს - "ცოტა უხერხულად არ გეჩვენებათ, ასეთი თანამშრომელი რომ გყავთ?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაკო ტა­ბა­ტა­ძე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს - "ცოტა უხერხულად არ გეჩვენებათ, ასეთი თანამშრომელი რომ გყავთ?"

რამდენიმე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობი თაკო ტა­ბა­ტა­ძე და მუსიკოსი გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილის დაშორებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც თაკო ტაბატაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მისი ოჯა­ხის­თვის უფრო რთუ­ლი აღმოჩნდა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მის კარიერასა და საქმიანობაზე კი გავლენა არ მოუხდენია.

"ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ათა­სი სი­სუ­ლე­ლე და­ი­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში... ჩემი ოჯა­ხის­თვის უფრო რთუ­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი­დან ვარ და ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო მათ, რომ ამ­ხე­ლა სტრე­სის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. ოჯა­ხის დან­გრე­ვა მოხ­და 3 წლის წინ. თუმ­ცა, რომ გი­თხრათ, რომ ამან რა­ი­მე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე, არა. გა­მიკ­ვირ­და უბ­რა­ლოდ, რომ თურ­მე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი. მე­ცო­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ასე ცუ­დად გრძნო­ბენ თავს, რომ ასე იმე­ტე­ბენ ადა­მი­ანს" - განაცხადა თაკომ "პოსტ TV"-ის ეთერში.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა სოციალურ ქსელში მის შესახებ სტატიაზე ("ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შემდეგ") დაწერილი კომენტარის სქრინი გამოაქვეყნა: "სადაც არ უნდა იცხოვროს, ბოზი ბოზია, ნამუსი რომ ჰქონდეს, თავს თუ არ მოიკლავს, მინიმუმ თავი არსად გამოყოს, მაგრამ ამისნაირებს ნამუსი აღარ აქვთ".

2-1655193057.jpg

როგორც თაკო ტაბატაძე წერს, კომენტარის ავტორი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობს. მან უწყებას კითხვითაც მიმართა: "გამარჯობა, მაინტერესებს, ცოტა უხერხულად არ გეჩვენებათ, ასეთი თანამშრომელი რომ გყავთ?"

1-1655193074.jpg

"იქნებ, იკადროთ და გაგვცეთ პასუხი. ფაქტია, ნახეთ ჩემი შეტყობინება. ვინ არის ეს კაცი და მუშაობს თუ არა თქვენთან?" - წერს თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში.