კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა - როგორია 6-დან 12 ივნისამდე მონაცემები
6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის, 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.