loader

(+18) მძიმე კადრები ბუჩადან, სადაც ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს - "ხელები აქვთ შეკრული და მუხლები დაცხრილული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(+18) მძიმე კადრები ბუჩადან, სადაც ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს - "ხელები აქვთ შეკრული და მუხლები დაცხრილული"

უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბუჩასთან ახლოს მშვიდობიანი მოსახლეობის ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

კიევის რეგიონული პოლიციის უფროსის, ანდრეი ნიებიტოვის თქმით, 7 ადამიანის ცხედარი სოფელ მიროცკესთან ახლოს აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობას ხელები აქვს შეკრული და მუხლები დაცხრილული.

მისივე თქმით, ისინი ნაწამები არიან და იმისათვის, რომ ცხედრების იდენტიფიცირება მოხდეს, სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.