"გეტყვით, რა მოხდა..." - გია ხუხაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი
"გვარს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რეზოლუციაში ბიძინა აღმოჩნდა ბოლო მომენტში გავლენიანი ევროპელი ჩინოვნიკის ინიციატივით" - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ბიძინა ივანიშვილზე? - "გამოვხატავთ შეშფოთებას..."