loader

"ვე­ვედ­რე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო ცა­რი­ე­ლი სი­ტყვა არ არის..." - ლანა ღოღობერიძის ემოციური წერილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვე­ვედ­რე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო ცა­რი­ე­ლი სი­ტყვა არ არის..." - ლანა ღოღობერიძის ემოციური წერილი

"მო­ვუ­წო­დებ კი არა, ვე­ვედ­რე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო ცა­რი­ე­ლი სი­ტყვა არ არის და გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ, ვის­თა­ნაც ერ­თად, სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, იმე­დი მქონ­და, რომ სა­მარ­თლი­ან ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებ­დით: გან­ზე გა­და­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რა­დი თუ პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის წყურ­ვი­ლი და არ გა­და­ჩე­ხონ სა­ქარ­თვე­ლო უფსკრულ­ში, ანუ აღ­დგე­ნილ თუ მო­დერ­ნი­ზი­რე­ბულ საბ­ჭო­თა ჭა­ობ­ში," - ამის შესახებ ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ერის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ერთი, გე­ნე­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, საკ­რა­ლუ­რი იდეა, რო­მე­ლიც არას­დროს, არა­ვი­თარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ეჭვქვეშ. ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და მას­თან შერ­წყმუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­აა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ცხო­ველ­მყო­ფე­ლია ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად მარ­ტო­ო­ბის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი, - პა­ტა­რა, უნა­თე­საო ქვე­ყა­ნა, დიდი იმ­პე­რი­ე­ბის რკალ­ში მომ­წყვდე­უ­ლი. ეს იდეა სის­ხლით არის გან­წმენ­დი­ლი - მას სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე შე­ე­წირ­ნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ისი­ნი ერმა წმინ­და­ნე­ბად შე­რა­ცხა. დღეს გვაქვს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ის­ტო­რი­ით დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი და თა­ვის არსში ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­საც­დე­ლის შემ­ცვე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი მარ­ტო­ო­ბის დაძ­ლე­ვი­სა: ეს არის დიდ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, უფრო სწო­რედ, კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ამ ძნელ, დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზა­ზე, რო­მელ­ზე­დაც ბრძო­ლით, თავ­გან­წირ­ვით, ბორ­ძი­კით, უკან­და­ხე­ვე­ბით და მა­ინც შე­უ­პოვ­რად მივ­დი­ო­დით სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე.

ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კი ნიშ­ნავს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბას და კულ­ტუ­რუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მე მზა­რავს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ამ გზას გა­და­ვუხ­ვი­ოთ, ანუ უფსკრულ­ში ჩა­ვი­ჩე­ხოთ.ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ კი არა, ვე­ვედ­რე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო ცა­რი­ე­ლი სი­ტყვა არ არის და გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ, ვის­თა­ნაც ერ­თად, სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, იმე­დი მქონ­და, რომ სა­მარ­თლი­ან ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებ­დით: გან­ზე გა­და­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რა­დი თუ პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის წყურ­ვი­ლი და არ გა­და­ჩე­ხონ სა­ქარ­თვე­ლო უფსკრულ­ში, ანუ აღ­დგე­ნილ თუ მო­დერ­ნი­ზი­რე­ბულ საბ­ჭო­თა ჭა­ობ­ში. იფიქ­რონ იმა­ზე, რომ იმ ჭა­ო­ბი­დან კი­დევ დიდ­ხანს ვე­ღარ ამო­ვალთ და ეს მათი შვი­ლე­ბის­თვი­საც დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! ეს იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სი უგუ­ნუ­რე­ბა, ან ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი, - (გა­რე­მო­ე­ბის უაღ­რე­სი სირ­თუ­ლე მა­ი­ძუ­ლებს ვიხ­მა­რო ეს სი­ტყვა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ორ­გა­ნუ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი მის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის მი­მართ).

დიდი იმე­დი მაქვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და 20 ივ­ნი­სის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სა­დაც და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ჩვენს სა­ერ­თო ძარ­ღვებ­ში სის­ხლი არ დამ­შრა­ლა! იმე­დია, მა­პა­ტი­ებთ წე­რი­ლის პა­თე­ტი­კურ კი­ლოს, - ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია საფრ­თხის სიღ­რმის და პი­რა­დად ჩემ­თვის, სიკ­ვდი­ლის სი­ახ­ლო­ვის რე­ა­ლუ­რი შეგ­რძნე­ბით". - წერს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.