loader

სიმსივნის მკურნალობა უკვე შესაძლებელია - ახალი მედიკამენტი, რომელიც დაახლოებოთ 11 ათასი დოლარი ღირს, და პაციენტები მას 6 თვე იღებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმსივნის მკურნალობა უკვე შესაძლებელია - ახალი მედიკამენტი, რომელიც დაახლოებოთ 11 ათასი დოლარი ღირს, და პაციენტები მას 6 თვე იღებდნენ

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში ძლიერ იმედისმომცემი ძვრებია — აშშ-ში ექსპერიმენტულ პრეპარატზე ჩატარებული ცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტის უმრავლებაში კიბო წარმატებით გადავიდა რემისიაში.

პრეპარატი, სახელად დოსტარლიმაბი, ახალ თავს უდებს საფუძველს. ის იმუნოთერაპიულ მედიკამენტია, რომელიც კლინიკურად პირველად შეამოწმეს.

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 18 პაციენტი. აქედან დადებითი შედეგი მხოლოდ 12 მათგანს დაუფიქსირდა.

ყველა პაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის კიბო, სიმსივნე გავრცელებული იყო მხოლოდ სწორ ნაწლავში და ზოგიერთ შემთხვევაში ლიმფურ კვანძებში, მაგრამ არა სხვა ორგანოებში.

წამალი დაახლოებით 11 ათასი დოლარი ღირს და პაციენტები მას 6 თვე იღებდნენ.

როგორც წესი, სწორი ნაწლავის ამ სახის კიბოს მქონე პაციენტებს კიბოს ქირურგიულად ამოკვეთამდე ჯერ ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას უტარებენ. სამწუხაროდ, მრავალი პაციენტისთვის ამ სახის მკურნალობას თან ახლავს მძიმე შედეგები.