loader

"რუსეთთან ომში 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა" - ალექსეი არესტოვიჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთთან ომში 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა" - ალექსეი არესტოვიჩი

3 ივნისის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ყოველდღიურად ომში დაახლოებით 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება.

ამასთან, არესტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დანაკარგები გაცილებით დიდია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალურ მონაცემები 25 მარტის შემდეგ არ გამოუქვეყნებია, მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ომში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა.