loader

"ეს არის უზრდელობა, მიბრძანდით აქედან" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის უზრდელობა, მიბრძანდით აქედან" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან. დამამთავრებინეთ, მე ველაპარეკები ხალხს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს როდესაც მას რეპორტიორმა განმეორებით კითხვა დაუსვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე.

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრობდა ევროკავშირის წევრობისთვის სტატუსი მიღებასთან დაკავშირებით, რა დროსაც არაერთხელ აღნიშნა, თუ რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. სწორედ ამ დროს ჰკითხა პრემიერს ჟურნალისტმა, რომ ამგვარი ქმედითი ნაბიჯების ფონზე, როგორ მიიღეს ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ „ასეთი მწვავე რეზოლუცია?“. პრემიერის პასუხი სწორედ ამ შეკითხვამ გამოიწვია.

თავის მხრივ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ინარჩუნებს ოპტიმიზმს იმ მხრივ,რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და „გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რუსეთის ინტერესებში“.