loader

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.

შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ეროვნული ნაკრების წევრები, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ორ ავტობუსში მოთავსდნენ, რომელთაც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.