ფიზიკური დაპირისპირება თსუში - სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. მათი თქმით, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კაბინეტს არ დატოვებენ.
მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" წევრები არიან, მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.
წყარო: "ჯორჯიან თაიმსი"