loader

"ჩვენი ამოცანა არის ზუსტად ეს..." - "ალტ ინფო" "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ამოცანა არის ზუსტად ეს..." - "ალტ ინფო" "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს მიმართავს

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს“ განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში 2 ივლისს „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს.

პარტიის განმარტებით, არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას იმის შესახებ, თუ რა მოხდება მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე.

„ხდება ჩვენი რესურსების, მომხრეების მობილიზაცია და არამხოლოდ ჩვენი მომხრეების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც მიუღებელია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ისევე, როგორც ეს ვერ ჩატარდა 5 ივლისს“, - აცხადებენ „კონსერვატიულ პარტიაში“.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ მახარაძე.

„წელსაც 100%-იანი რეაქცია იქნება და მე მგონი, ამას ყველა ხვდება. თუ ვინმეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორებს, ოდნავ მაინც თავში ჭკუა აქვს, მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სჯობს, რომ ეს ყველაფერი გააუქმონ. თუ ისინი ამ პროვოკაციაზე მაინც წავლენ, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას და ვიქნებით ქუჩაში“, - აცხადებს მახარაძე.

გარდა ამისა, როგორც „კონსერვატიულ მოძრაობა ალტ-ინფოში“ ამბობენ, მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოში აიკრძალება ნებისმიერი ფორმის სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირება. მათი განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში ორშაბათს შეიტანენ.