loader

“დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო, მიხაროდა, რა მშვიდად მიიღო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ...“ - 8 წლის დათის დედა ემოციურ პოსტს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო, მიხაროდა, რა მშვიდად მიიღო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ...“ - 8 წლის დათის დედა ემოციურ პოსტს ავრცელებს

დათი ქოქრაშვილის დედა ახალ პოსტს აქვეყნებს:

“დილა მშვიდობისა...

დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო, ძალიან ვაჟკაცურად მიიღო. პირველი, რაც იკითხა, იყო, ჩემმა ძმებმა თუ იციანო. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა, რა მშვიდად მიიღო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო.

სულ დაღლილია და ეძინება. გული მტკივაო, ამბობს. აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე. თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა, მაგრამ გამორიცხეს. მჯერა, ამასაც მალე გადავაგორებთ“ - წერს 8 წლის დათის დედა.