მედიაში ვირუსულად ვრცელდება ჯო ბაიდენის კადრები - რა დაემართა ამერიკის პრეზიდენტს თვითმფრინავში ასვლისას?
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას კიბეზე წაბორძიკდა, აღნიშნულის ამსახველი კადრები კი მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
ბაიდენი ჯიმი ქიმელის კომედიურ შოუზე დასასწრებად მიდიოდა. მან საპრეზიდენტო თვითმფრინავთან შეკრებილ ჟურნალისტებს ინტერვიუზე უარი უთხრა და თვითმფრინავის კიბისკენ გაეშურა. კიბეზე ასვლისას წონასწორობა დაკარგა და წაბორძიკდა, თუმცა არ შეიმჩნია და ენერგიულად განაგრძო სიარული.
79 წლის პრეზიდენტს მსგავსი რამ წინა თვეშიც შეემთხვა. 2021 წელს კი, როცა ის Air Force-ის ვერტმფრენში ადიოდა, კიბეზე ასვლისას წაიქცა, რაც შემდგომ, თეთრმა სახლმა აეროპორტში არსებულ ძლიერ ქარს დააბრალა.