loader

"საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება:

"ისტორიული 2 დღე ევროპის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში.ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული.

ბედნიერი ვარ, რომ ევროპას არ ვავიწყდები და მათი უმაღლესი ტრიბუნიდან, რომლიდანაც არაერთხელ გამოვსულვარ, აჟღერებენ ჩემს მიმართვას, რომ არ ჩაგვტოვონ პოსტსაბჭოთა ჭაობსა და რკინის ფარდის იქით. ევროპული სოლიდარობა ნიკასა და ჩემს მიმართ მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობაა.

ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ქვეყანაში ქართველი ხალხი საკუთარი ხელით და დასავლეთის დახმარებით შეცვლის ყველაფერს. ჩვენს შვილებს კი აღარ მოუხდებათ ევროპაში გადახვეწა, არამედ ისინი სახლში დარჩებიან და ევროპა მოვა ჩვენთან. ყინული დაიძრა და გაგრძელება აუცილებლად იქნება.