loader

რეჟისორი თემურ ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - დიდი ხელოვანი მარჯანიშვილის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - დიდი ხელოვანი მარჯანიშვილის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

რე­ჟი­სო­რი თე­მურ ჩხე­ი­ძე მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს. ხე­ლო­ვა­ნი კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკ­ადე­მი­უ­რი დრა­მა­ტული თე­ატ­რი­დან, სა­დაც პა­ნაშ­ვი­დი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკა­ნას­კნელ გზა­ზე ტა­შით გა­ა­ცი­ლეს.

რე­ჟი­სო­რის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს მსა­ხი­ო­ბებ­მა, მომ­ღერ­ლებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რო­გორც ოპო­ზი­ცი­ი­დან, ისე მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან, მათ შო­რის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და დე­პუ­ტა­ტე­ბი.

ამას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე წა­ი­კი­თხეს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი.

თე­მურ ჩხეი­ძე 78 წლის ასაკ­ში, 5 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა.