loader

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ბიძინა ივანიშვილზე? - "გამოვხატავთ შეშფოთებას..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ბიძინა ივანიშვილზე? - "გამოვხატავთ შეშფოთებას..."

საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ევ­რო­პულ საბ­ჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მო­უ­წო­დებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა გა­ნი­ხი­ლონ.

"გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს;

შეშფოთებას გამოვხატავთ ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის საქართველოს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე ახორციელებს, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ;

ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე.

საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ" - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ცვლილებას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 200-ზე მეტი კი წინააღმდეგი წავიდა.