loader

"ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო, მისი ხმა ახლაც ჩამესმის" - ვინ არის დედა მატრონა, რომლის შესახებაც ამ დრომდე მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო, მისი ხმა ახლაც ჩამესმის" - ვინ არის დედა მატრონა, რომლის შესახებაც ამ დრომდე მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა

გლდანში, გმირ კურსანტთა 19 ნომერში, ხალხმრავლობა სწორედ მაშინ შეინიშნება, როცა დედა მატრონა ლოცვას აღავლენს. დედა მატრონას განსაცდელში მყოფი ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხშირად აკითხავენ. ის თითქმის 20 წელია გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ლოცვებს აღავლენს, მათ გასაჭირს ისმენს და მათზე ლოცულობს. დედა მატრონასთან ასევე ხშირად მიდიან უშვილო წყვილები. მისი ლოცვის შემდეგ 44 ბავშვი დაიბადა. ლოცვების ჩატარების ერთი კონტრეტული დღე არ არსებობს, ლოცვის დასრულების შემდეგ დედა მატრონა თავად ადგენს, როდის შეხვდებიან კვლავ ერთმანეთს. ლოცვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ჩვენი სტუმრობის დროს ლოცვა საღამოს 6 საათზე დაიწყო. მრევლმა გლდანში, კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სამლოცველოა მოწყობილი, შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ლოცვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ეზო მანქანებით, სამლოცველო კი მრევლით გაივსო. ვინც ხალხმრავლობის გამო სამლოცველოში შესვლა ვერ მოახერხა, ლოცვას ეზოდან უსმენდა.

დედა მატრონას სამლოცველოში გამოჩენას მრევლი სიხარულით შეხვდა.

"პალიტრავიდეოს" გადამღები ჯგუფი საღამოს ლოცვას დაესწრო.