"არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ... ეს გეგმაა" - თაკო ჩარკვიანი
"ძალიან მეუხერხულება და არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ...
8 თვის განმავლობაში 100 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო. ეს არის ოფიციალური მონაცემი და გესმით, რაზეა საუბარი? 3 მილიონი ხომ არ ვართ და 100 ათასი კაცის გადინება მოხდა. პრაქტიკულად, სრულდება ივანიშვილის „კეთილსინდისიერი“ დანაპირები, რომელმაც თქვა: „ბილეთებს აგიღებთ და წადით" - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.