loader

ავტობანზე მიწა ჩამოიშალა - პირველი კადრები  ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტობანზე მიწა ჩამოიშალა - პირველი კადრები  ადგილიდან

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში) ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება."