loader

მარნეულში გველმა ორი ბავშვი დაკბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში გველმა ორი ბავშვი დაკბინა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ კლინიკაში გველით დაკბენის სამი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია აცხადებს, დაკბენილებიდან ერთ-ერთი ბავშვი იყო.

„შუახნის ქალი გავწერეთ ორშაბათს, რომელიც ჩვენს კლინიკაშიб დაახლოებით, ერთი კვირა გადიოდა მკურნალობას. წინა კვირას ბავშვი მოიყვანესю მისი მდგომარეობა მძიმე არ იყო, მაგრამ თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადავიყვანეთ“, - ამბობს ექიმი.

რაც შეეხება მეორე კლინიკას, 2 ივნისს „ავერსში“ გველის ნაკბენით 9 წლის ბავშვი მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მცირეწლოვანს მკურნალობა ადგილზე გაეწია და იგი უკვე ბინაზეა გაწერილი.