loader

“მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის - სოფიას, ჩემი შვილების, ჩემი მეორე ოჯახის - "მთავარი არხის", ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით!“ - ნიკა გვარამია ციხიდან ევროპარლამენტარებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის - სოფიას, ჩემი შვილების, ჩემი მეორე ოჯახის - "მთავარი არხის", ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით!“ - ნიკა გვარამია ციხიდან ევროპარლამენტარებს მიმართავს

ნიკა გვარამიას წერილი ევროპას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან.

Nika Gvaramia's letter to Europe from the Rustavi Prison N:12, cell 212.

ადრესატები: რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის წევრები; კუბილიუსი; ანა ფოტიგა; მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი; პეტრას აუსტრევიჩუსი; რასა იუკნევიჩიენე; რაფაელ გლუკსმანი; სვენ მიკსერი; ვიოლა ფონ კრამონი:

ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტორიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო!

მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან. მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის - სოფიას, ჩემი შვილების - სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახელით, მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის - "მთავარი არხის" სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი - ამაყი და თავისუფალი ქართველები. ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს - ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო - ოქროს საწმისი.

როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას.

დაბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა, არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა.

დიდი იმედით და საუკეთესო სურვილებით, ნიკა გვარამია“.