loader

როდის აღუდგება თბილისის ნაწილს წყალმომარაგება? - GWP-ის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის აღუდგება თბილისის ნაწილს წყალმომარაგება? - GWP-ის განცხადება

თბი­ლი­სის ნა­წილს წყა­ლი ჯერ კი­დევ არ მი­ე­წო­დე­ბა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყლის მი­წო­დე­ბის დრომ 18:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ი­წია.

მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა საგურამოს ტერიტორია დატბორა. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ბა­ბუ­ხა­დი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

"უპ­რე­ცე­დენ­ტო სტი­ქი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღეთ მყი­სი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შეგ­ვე­ზღუ­და წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, რათა რის­კის ქვეშ არ დამ­დგა­რი­ყო სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი. წყლის ამ­ღვრე­ვის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გუ­შინ­დე­ლი დღი­დან კომ­პა­ნი­ის მიერ ჩა­ტარ­და ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გუ­რა­მოს სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბა­ზე. გა­ი­რე­ცხა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა და ქსე­ლი, წყლის ხა­რის­ხი შე­მოწ­მდა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად. ამ ეტაპ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტეს ნა­წილს წყა­ლი უკვე მი­ე­წო­დე­ბა. კომ­პა­ნია აგ­რძე­ლებს აუ­ცი­ლე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს სტა­ბი­ლუ­რი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.