loader

“წყარომ მომაწოდა... ზუსტი ინფორმაცია მაქვს..." - რა გააჟღერა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წყარომ მომაწოდა... ზუსტი ინფორმაცია მაქვს..." - რა გააჟღერა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე?

"ქართული ოცნება" ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს პროვოკაციის მოწყობა. დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ნიშნები იყო გუშინაც, როცა მიმდინარეობდა მძიმე საუბრები მისი ფრაქციის წევრებთან. როგორც ვაშაძე აცხადებს, თავად სხდომათა დარბაზში იმ დროს არ იყო.

"წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. "ქართულ ოცნებას" პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და გინდათ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ. დავალება არის გაცემული პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე", - განაცხადა ვაშაძემ.