"ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უტარდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მაიმუნის ყვავილის" სავარაუდო შემთხვევაზე?
"გაიგზავნა ცირკულარი სამედიცინო ცენტრებში, რომ გაგვეძლიერებინა მეთვალყურეობა კანზე გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე. გასულ კვირას იყო ორი ასეთი შემთხვევა, რაც გამოვიკვლიეთ და ერთი შემთხვევა არ დადასტურდა; მეორე შემთხვევა განხილულ იქნა, როგორც სავარაუდო შემთხვევა და ახლა მიმდინარეობს კვლევები. ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურებული პასუხი არ გვაქვს, ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება ყველაფერი ის, რაც სჭირდება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ვიდეო: "რუსთავი 2"