loader

“წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა... ვიცი, ბევრს გაინტერესებთ“ - თინა ხიდაშელი სასიხარულო სიახლეს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა... ვიცი, ბევრს გაინტერესებთ“ - თინა ხიდაშელი სასიხარულო სიახლეს ავრცელებს

“წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა... ვიცი, ბევრს გაინტერესებთ“ - თინა ხიდაშელი სასიხარულო სიახლეს ავრცელებს

თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის ძლიერ გართულებებს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა, სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

“ყველას დიდი მადლობა. წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე!

ვიცი, ბევრს გაინტერესებთ და კარგი ამბავი ის არის, რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა. წინ მხოლოდ რეაბილიტაცია და ცოტა მეტი მონდომებაა, რომ საბოლოოდ გავიმართო წელშიც და მუხლშიც. ყველას დიდი მადლობა, ვინც მწერდით, მირეკავდით, მგულშემატკივრობდით, დარდობდით, გვერდში მედექით და კარგად გახდომის შეუძლებლობის მითს მინგრევდით ყოველდღიურად.

განსაკუთრებით კი, ჩემს ბიჭებს მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის, ყოველ წამს ჩემ გვერდით დგომისთვის.“