loader

17 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული - ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული - ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მგზავრი კი - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების, სამი შვეულმფრენისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს.

რკინიგზის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ რელსებიდან გადასვლის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა.