loader

"უმძიმესი მთავრობის სხდომაა დღეს..." - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმძიმესი მთავრობის სხდომაა დღეს..." - კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ილია ელოშვილის მიერ დაწყებული ყველა პროექტი განხორციელდება.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.