loader

ცნობილია, ვინ შეცვლის ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილის პოსტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ შეცვლის ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილის პოსტზე

ცნობილია, ვინ შეცვლის ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილის პოსტზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.