loader

"გული გამეგლიჯა... წარმოუდგენელია, როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება" - ვინ არის ექიმი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული გამეგლიჯა... წარმოუდგენელია, როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება" - ვინ არის ექიმი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა

სამედიცინო დაწესებულება "ჰერა-2011" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კლინიკის ცნობით, გარდაიცვალა მეან-გინეკოლოგი თამარ გოდუაძე.

"ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ღირსეულ ადამიანს, თაკო გოდუაძეს", - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

როგორც სოციალურ ქსელში თამარ გოდუაძის პაციენტები და მეგობრები წერენ, ექიმი მძიმე სენს ებრძოდა.

გარდაცვლილ ექიმს მეგობრები, კოლეგები და პაციენტები ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში:

"დღეს ქუთაისმა დაკარგა ძალიან ჭკვიანი, განათლებული და სიცოცხლის მოყვარული ექიმი, ჩემი კურსელი, ჩემი მეგობარი თაკო გოდუაძე. მენანები, თაკო, გარდაცვალებისთვის, შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე. სამაგიეროდ, შენი დედა შავებით შემოსე. ყოველთვის, რომ დავრეკავდი, სულ მეუბნებოდი და მე დაგცინოდი, ჩვენ ხომ "მერწყულები ვართ"... მაგრად მენანები, ჩემო თაკუნა. ნათელი შენს სულს, წარმომიდგენია შენი სამეგობრო, სანათესაო და ოჯახი რა დღეში დატოვე"...

"ყველაზე პოზიტიური, კრეატიული, კეთილი, თბილი... ამასთან ერთად, უნიჭიერესი და მაღალი დონის პროფესიონალი, მომხიბვლელი და უსაყვარლესი. ჩვენი თაკო, გვიყვარხარ შენს გოგონებს"...

"როგორ მენანებიი, თაკო... გული გამეგლიჯა ... რამდენი რამე ვისწავლე შენთან ერთად, რატომ?! წარმოუდგენელია... რამდენი პატარა სიცოცხლე მოავლინე ქვეყანას... საუკეთესო ექიმი და ჭკვიანი... სიცოცხლით სავსე"...

"რამდენ ახალ სიცოცხლეს დაეხმარე ამქვეყნად მოვლენაში, შენ კი ასე უდროოდ წახვედი ამ ქვეყნიდან... შენთან ერთად სამუშაო პროცესი ერთი დიდი ზეიმი იყო, ხალისი და ბედნიერება შეგქონდა ყველგან... რამხელა დანაკლისი ხარ ყველასთვის. მშვიდობით, მეგობარო"...

"დაუჯერებელია, რომ უძვირფასეს თაკო გოდუაძეზე ამას ვწერ და მიწევს მივუსამძიმრო ოჯახს და მის კოლეგებს. რამდენ ადამიანს დაეხმარა, რამდენი დააკვალიანა, რამდენს გაუწია სრულიად უანგაროდ კონსულტაცია საქართველოში თუ ამერიკაში ყოფნის დროს. სიტყვებს ვერ ვპოულობ! უიშვიათესად თბილი, ყურადღებიანი და უკეთილშობილესი ადამიანი! ძალიან ვწუხვარ!"

"სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან მომენატრები... როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება... შეხვედრამდე, ჩემო თაკო"...

"ჩემი თაკო ექიმი... ვუსამძიმრებ ოჯახს... ძალიან მიჭირს მასზე ასეთი რამის თქმა. ვერც წარმოვიდგენ, რომ აღარ ხართ"...