გიორგი ნაზღაიძე ია ფარულავას სასამართლოში უჩივის
გიორგი ნაზღაიძე ტელეგადაცემა “დღის შოუს” წამყვან ია ფარულავას მორალური და ღირსების შემლახველი განცხადებისთვის სასამართლოში უჩივის.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ნაზღაიძემ განაცხადა, 13 თებერვალს გადაცემაში “ცოტა ყავა და ბევრი ჭორი”, ია ფარულავა ტელეფონით ჩაერთო, რომლის დროსაც ფარულავამ ნაზღაიძის ორიენტაცია და წარსული ეჭვქვეშ დააყენა.
გიორგი ნაზღაიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ია ფარულავას პასუხი უნდა მოეთხოვოს და საჯაროდ ბოდიშიც უნდა მოიხადოს. ადვოკატის, იასონ ბესელიას განმარტებით ნაზღაიძე სარჩელით სასამმართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს და ია ფარულავას ფულად კომპენსაციას მოსთხოვს.