გიორგი კეკელიძე მიმართვას ავრცელებს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის - უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით", - წერს გიორგი კეკელიძე.
მიმდინარე წლის 21 მაისს გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. ის ინტოქსიკაციით კლინიკაში იყო გადაყვანილი. ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.