loader

“ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე!“ - დიდხნიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე!“ - დიდხნიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს:

“ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს.

მინდა ყველას ვუთხრა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის, დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.

რაც შემეხება მე - მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მით უმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.