loader

დაპირისპირების ამსახველი კადრები პარლამენტიდან - მამუკა მდინარაძესა და ხათუნა სამნიძეს შორის მანდატურები ჩადგნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირების ამსახველი კადრები პარლამენტიდან - მამუკა მდინარაძესა და ხათუნა სამნიძეს შორის მანდატურები ჩადგნენ

ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობახიძის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს.

სესიაზე ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ კობახიძეს მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენია, რომ საზოგადოებას ძალადობისკენ უბიძგებს. ოპოზიციონერ კოლეგებს ფრაქცია “ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, არის სიმართლე და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა საჭიროა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“.