loader

დაპირისპირების ამსახველი კადრები - რა მოხდა ცოტა ხნის წინ "ბორჯომის" ქარხანასთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირების ამსახველი კადრები - რა მოხდა ცოტა ხნის წინ "ბორჯომის" ქარხანასთან?

„ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

კერძოდ, აქციის მონაწილეები ავტობუსს, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან გამოდიოდა, წინ გადაუდგნენ და გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. გზის გათავისუფლებაში ადგილზე მობილიზებული პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეების განცხადებით, ქარხნის ადმინისტრაცია პოლიციას მათ წინააღმდეგ იყენებს.

„ავტობუსის გამოყვანა სცადეს და აქციის მონაწილეები წინ დავუდექით. მშვიდობიანი დემონსტრანტები ხელაწეულები ვიდექით, ავტობუსების გამოსვლას ვაპროტესტებდით და ძალა გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განრიდება გააკეთა. დაშავებულებიც არიან, ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს ხელი აქვს ნატკენი”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათივე განცხადებით, პოლიციას დაბურულმინებიანი მანქანებით ქარხანაში დასაქმებულები შეჰყავდათ, რაც კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„როდესაც დასაქმებულებმა „შკოდას“ მოსთხოვეს, რომ შუშები ჩაეწიათ, რამდენიმე დასაქმებულს ეს მანქანა დაეჯახა კიდეც“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.