loader

"გი­ლო­ცავ, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო სი­სუს­ტევ, ყვე­ლა­ფე­რო...“ - ქეთა თოფურიას ქმარმა გრანდიოზული დაბადების დღე ქართული ჰანგების ფონზე აღნიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გი­ლო­ცავ, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო სი­სუს­ტევ, ყვე­ლა­ფე­რო...“ - ქეთა თოფურიას ქმარმა გრანდიოზული დაბადების დღე ქართული ჰანგების ფონზე აღნიშნა

ქეთა თოფურიას ქმარმა დაბადების დღე მინსკში გრანდიოზულად აღნიშნა - ვინ ესწრებოდა წვეულებას, სადაც "შალახოზეც" მოილხინეს (ფოტო, ვიდეო). ქეთა თო­ფუ­რი­ას ქმა­რი ლევ დენ­გო­ვი გუ­შინ იუ­ბი­ლა­რი გახ­ლდათ. ბიზ­ნეს­მენს 38 წელი შე­უს­რულ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბა წყვილ­მა ბე­ლა­რუ­სის დე­და­ქა­ლაქ მინ­სკში მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­და­ი­ხა­და, სა­დაც სტუმ­რებ­თან ერ­თად ჩაფ­რინ­დნენ.

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო ძა­ლავ, ჩემო სი­სუს­ტევ, ჩემო ყვე­ლა­ფე­რო, სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­ხარ“, - წერს მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბი­დან მთე­ლი ღამე "ინ­სტაგ­რამ­ზე" სთო­რებს აქ­ვეყ­ნებ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სეთ­ში ჯერ კი­დევ დაბ­ლო­კი­ლია "ინ­სტაგ­რა­მის" მოხ­მა­რე­ბა.

სა­ღა­მო­ზე, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი­დან, ქე­თას გარ­და, მისი დედა და უახ­ლო­ე­სი და­ქა­ლი - ნუცა ბე­რი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ, "შა­ლა­ხო“ და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „"ალალ მე“ შეს­რულ­და... წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა ცნო­ბილ­მა რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ალექ­სან­დრე რო­ზენ­ბა­უმ­მა, რო­მე­ლიც დენ­გო­ვის საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია.

ლევ დენ­გო­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ბენდთან ერ­თად ბა­ქო­დან ცნო­ბი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჯა­ლალ აბა­ზო­ვიც ჩა­ვი­და...