loader

"პირველი ეჭვი მანდ გამიჩნდა, ამის შემდეგ ყველას ვაფრთხილებ" - რა უნდა იცოდეთ, თაღლითების მახეში რომ არ გაებათ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირველი ეჭვი მანდ გამიჩნდა, ამის შემდეგ ყველას ვაფრთხილებ" - რა უნდა იცოდეთ, თაღლითების მახეში რომ არ გაებათ!

ინტერნეტთაღლითობისა და ფულის გამოძალვის ახალი დახვეწილი სქემა.

თაღლითების ეს ჯგუფი, რომელზეც დღეს გიყვებით, ძველი მეთოდების ნაცვლად ახალ, თანამედროვე სქემას ქმნის, რომელიც ბევრად უფრო ჩახლართულია და რეალობას ძალიან ჰგავს.

პანდემიის შემდეგ ინტერნეტმაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ მოწოდებები, ინტერნეტჰაკერები მაინც ახერხებენ მის მოპოვებას. ეს სქემაც სწორედ ამაზეა. მარიკა მირგველაში ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მომხმარებელთა შორის, რომლისთვისაც ნივთების ინტერნეტით გაყიდვა კარგი პრაქტიკაა.

რუსული ინდექსით შემოსული შეტყობის უკან დგას ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თქვენგან ყიდულობს ნივთს, გიგზავნით "მაიმარკეტის“ ბმულს, რომელშიც მოცემულია გრაფა თქვენი საბანკო მონაცემების შესავსებად.