ახალი თაღლითური სქემა, რომელიც რეალობას ძალიან ჰგავს - "ყველას ვაფრთხილებ"
ინტერნეტთაღლითობისა და ფულის გამოძალვის ახალი დახვეწილი სქემა.
თაღლითების ეს ჯგუფი, რომელზეც დღეს გიყვებით, ძველი მეთოდების ნაცვლად ახალ, თანამედროვე სქემას ქმნის, რომელიც ბევრად უფრო ჩახლართულია და რეალობას ძალიან ჰგავს.
პანდემიის შემდეგ ინტერნეტმაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ მოწოდებები, ინტერნეტჰაკერები მაინც ახერხებენ მის მოპოვებას. ეს სქემაც სწორედ ამაზეა. მარიკა მირგველაში ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მომხმარებელს შორის, რომლისთვისაც ნივთების ინტერნეტით გაყიდვა კარგი პრაქტიკაა.
რუსული ინდექსით შემოსული შეტყობინების უკან დგას ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თქვენგან ყიდულობს ნივთს, გიგზავნით "მაიმარკეტის“ ბმულს, რომელშიც მოცემულია გრაფა თქვენი საბანკო მონაცემების შესავსებად.