loader

"ბოდიში, თუ ვინმეს ვატკინე გული... მე მინდოდა სტერეოტიპის დამსხვრევა, უმეტესობამ კი საპირისპირო რამ დაინახა..." - ია ფარულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიში, თუ ვინმეს ვატკინე გული... მე მინდოდა სტერეოტიპის დამსხვრევა, უმეტესობამ კი საპირისპირო რამ დაინახა..." - ია ფარულავა

"ისე, ონკოლოგია არის მკვდარზე ვენოკი?” – ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა და მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემა ,,ფარული კონვერტის" სტუმარს, ექიმ გიორგი ღოღობერიძეს. კითხვამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. აღნიშნულ ფაქტს ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"დედაა, რა ბედნიერებაა, რომ ჩემმა გუშინდელმა გადაცემამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი. კითხვამ: "ისე, ონკოლოგია არის მკვდარზე ვენოკი?" - გამოიწვია აღშფოთება. ალბათ, აჯობებდა კითხვა სხვაგვარად დამესვა. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ონკოლოგი არის მკვდარზე ვენოკი (ზოგი კი არა, უმეტესობა ასე ფიქრობს). მიხარია, რომ ეს ასე არ არის, რაც დამიმტკიცა და დამისაბუთა გიორგი ღოღობერიძემ. დიდი ბოდიში, თუ ვინმეს ვატკინე გული ამ ფრაზა/კითხვით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. P.S. მე მინდოდა სტერეოტიპის დამსხვრევა, უმეტესობამ კი საპირისპირო რამ დაინახა, საწყენია."