სატვირთო მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - ავარია სამტრედიაში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსში მძღოლი მარტო იმყოფებოდა. მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.
"მიკროავტობუსი, დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საბედნიეროდ, ტრანსპორტში მყოფ ერთადერთ პირს, მძღოლს, არანაირი დაზიანება არ მიუღია. სავარაუდოდ, მოწყვეტით არ გადავარდნილა, ჩაგორდა და მძღოლმა საკუთარი თავის კონტროლი მოახერხა", - აცხადებს თვითმხილველი.