loader

მიხეილ სააკაშვილთან შესაძლოა, მნახველები აღარ შეუშვან - "პენიტენციური სამსახურიდან წერილი მივიღეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილთან შესაძლოა, მნახველები აღარ შეუშვან - "პენიტენციური სამსახურიდან წერილი მივიღეთ"

საქართველო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, შესაძლოა, "ვივა მედში" ექსპრეზიდენტთან მნახველების შეშვება აიკრძალოს.

ადვოკატის განცხადებით, მსგავსი აკრძალვები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეეხება, არამედ ყველა მსჯავრდებულ პაციენტს.

"პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატი გახლავთ ექსკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი და თან ახლავს კლინიკა “ვივა მედის” ნორმატიული აქტი, მნახველების დაშვების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება მსჯავრდებულებთან აკრძალულია, გარდა იმისა, თუ არსებობს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკის დირექტორის თანხმობა. ამ ეტაპზე პრობლემა ჯერ არ გვქონია და იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გვექნება. თუმცა ვფიქრობ, მსგავსი მკაცრი მოწესრიგება გარკვეულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პაციენტთან დაკავშირებით.

შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით", - განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატის განცხადებით, რამდენიმე ვიზიტზე აქვთ მოთხოვნა გაკეთებული, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მამის ვიზიტზე, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

შოთა თუთბერიძის თქმით, ასევე პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის დაშვებაზე ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.