loader

"კორპუსებიდან ფოტოებს და ვიდეოებს გვიღებდნენ" - ვინ არიან თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და მასწავლებელი,. რომელთა ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორპუსებიდან ფოტოებს და ვიდეოებს გვიღებდნენ" - ვინ არიან თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და მასწავლებელი,. რომელთა ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ერთი კვირის წინ თბილისის 142-ე საჯარო სკოლა ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი კი პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაცოცხლებული მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები" გახდა. "ვერის უბნის" მელოდიები სასკოლო პროექტის "თავისუფლება მრავალფეროვნებაში" დაიგეგმა, მიუზიკლის პრემიერა კი სიმბოლურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს. მიუზიკლში მე-4 და მე-5 კლასის, ქართული და რუსული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები მიუზიკლისთვის 1 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ამ ღონისძიების მთავარი სულისჩამდგმელები სკოლის დირექტორი და მუსიკის მასწავლებელი იყვნენ. მათ მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყვეს და მიუზიკლში თავადაც მონაწილეობდნენ. სკოლის დირექტორმა ეკატერინე ენდელაძემ "მრეცხავი ვარდოს" როლი მოირგო, რითაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ „ჩვენი ლხინი ჩვენი შვება მხოლოდ სიყვარულშია".