"გული მისდიოდა..." - როგორ გადაარჩინა 6 წლის ელენემ დედა
6 წლის ელენეს ზარი 112-ში დედის დასახმარებლად. ელენეს „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა. დედა თავს ცუდად გრძნობდა და გონებას კარგავდა. სახლში ელენე უმცროს დებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონამ სრული სიზუსტით აუხსნა ოპერატორს მისამართი და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.