loader

“ჩვენები სევეროდონეცკში“ - უკრაინული მედია ქალაქში გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენები სევეროდონეცკში“ - უკრაინული მედია ქალაქში გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის შვიდი თავდასხმა მოიგერიეს.

„განადგურდა მტრის ოთხი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, რვა ჯავშანტექნიკა და სამი ერთეული მანქანა. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს „კა-52“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ნახევარი გაასუფთავეს. ქალაქის ნახევარს მართლაც ჩვენი დამცველები აკონტროლებენ", - განაცხადა გაიდაიმ.