loader

“ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ვახტანგ მეგრელიშვილს უპირისპირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ვახტანგ მეგრელიშვილს უპირისპირდება

თამარ ჩერგოლეიშვილი ვახტანგ მეგრელიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი!

ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს.

სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ.

მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაგ ადამიანმა ხელში ძალაუფლება ვეღარასოდეს ჩაიგდოს.

მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი წესებით! ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და არა ოლიგარქის ჯიბეში ჩადებულმა სასამართლომ და მეგრელიშვილის მსგავსმა სამარცხვინო, უპრინციპო, უსამართლო და უღირსმა სვავებმა.

p.s. არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა ეს თავად ქნას, მაგრამ ესეც უსამართლობის შედეგი იქნება და ამ ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება.

ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ სამართლიანი სისტემები არ შევქმენით.“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

“ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს“ - წერია მეგრელიშვილის განცხადება ჩერგოლეიშვილის მიერ გაზიარებულ სქრინზე.