loader

"თავს დაგვესხა ორი კაცი... იყო გინება და ხელით შეხება" - ხათუნა სამნიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავს დაგვესხა ორი კაცი... იყო გინება და ხელით შეხება" - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ასეც მოხდა... თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და იყო გინება, ხელით შეხება... მეტს ვერც ვწერ, ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს..." - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ორივე პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში იმყოფება.

"თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვდევდნენ მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო "აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ". ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.