loader

“ბოტასზე” ხომ გახსოვთ? ახლა ახალი “გორდება”: TESLA MEDIA“ - რას წერს ოთო აბესაძე აპის შესახებ, რომელიც პოპულარული ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბოტასზე” ხომ გახსოვთ? ახლა ახალი “გორდება”: TESLA MEDIA“ - რას წერს ოთო აბესაძე აპის შესახებ, რომელიც პოპულარული ხდება

ოთო აბესაძე ახალი პოპულარული აპლიკაციის - “ტესლა მედიას“ შესახებ წერს:

“ბოტასზე” ხომ გახსოვთ? ახლა საერთოდ უფასოდ რიგდება ეს “ბოტასი”.

ახლა ახალი “გორდება” - “ტესლა მედია“. ეს ის ტესლა არ არის, არ აგერიოთ. არსებობის ვადა მაქსიმუმ 3 თვე. დაასრულებს ბოტასზე უარესად.

ფინანსურ პირამიდებს ახასიათებს შემდეგი ნიუანსი: ყოველთვის პირამიდაში ჩართულ ადამიანს მოჰყავს ვინმე “ცნობილი” ან “ჭკვიანი” ადამიანი, მაგალითად, რომ აი, ისიც ფლობს ამ რაღაცას. ანუ ის ყველაზე “ჭკვიანია”. მას აქვს და შენ ვინ ხარ, რომ არ გჯერა. ასევე ყველას ჰყავს მეგობარი, რომელმაც პირამიდიდან ფული ამოიღო სამმაგი. ფინანსური პირამიდა მაშინ არის მომგებიანი, როდესაც დამწყებ პირობითად ტოპ 100-ში ხარ. მერე უკვე უბრალოდ სისტემის წყარო ხარ.

მოეშვით ამ ფინანსურ “კარუსელზე” “კატავს” და მიხედეთ რეალურ საქმეს.“ - წერს ოთო აბესაძე.