loader

“სეფსისი ჩვენთვისაც „სიურპრიზი“ იყო“ - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ფილტვების ანთების დიაგნოზით  კლინიკაში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სეფსისი ჩვენთვისაც „სიურპრიზი“ იყო“ - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ფილტვების ანთების დიაგნოზით  კლინიკაში გადაიყვანეს

მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს - რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, მკურნალობას პალატაში გადის, - ამის შესახებ მომღერალ მერაბ სეფაშვილის პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მომღერლის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა. შესაბამისად, ის პალატაშია მოთავსებული.

„უკეთესობაა, სიცხემ დაუწია. დღეს ვესაუბრეთ, შედარებით კარგად საუბრობს. ექიმმა ლევან რატიანმა როგორც გვითხრა, ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს. სეფსისი ჩვენთვისაც „სიურპრიზი“ იყო. პროცესი მიდის, ექიმმა თქვა, უნდა ვუმკურნალოთ და მოვერევით, ყველაფერი კარგად იქნებაო. რაც მთავარია, მკურნალობას ექვემდებარება, არ გართულებულა, რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და პალატაში გადის მკურნალობას", - განაცხადა გია გოგორიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.