loader

"სევეროდონეცკი დავიბრუნეთ მთლიანად... ძალიან მაგრად იბრძოლეს" - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სევეროდონეცკი დავიბრუნეთ მთლიანად... ძალიან მაგრად იბრძოლეს" - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

"სევეროდონეცკი დავიბრუნეთ მთლიანად, ამ წუთისთვის ეს მდგომარეობაა!" - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულის შესახებ ვანო ნადირაძე "ტვ პირველს" ესაუბრა.

"მთავარია, რომ სევეროდონეცკი რუსეთის ხელში არ ჩავარდა. ძალიან მაგრად იბრძოლეს და ფაქტობრივად, ქალაქი გაწმინდეს. ქალაქის ბრძოლები უკრაინულმა არმიამ მოიგო", - აღნიშნა ნადირაძემ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების წარმატება - ოკუპირებული სევეროდონეცკი გათავისუფლებულია. დაკარგული ქალაქის დაბრუნების სპეცოპერაციაში უკრაინელ მებრძოლებთან ერთად ქართველი მეომრებიც მონაწილეობდნენ.