პაატა მანჯგალაძე პირდაპირ ეთერში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პაატა მანჯგალაძე მიმართვას ავრცელებს:
“მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ”ტვ პირველის” ეთერში გასული კადრების გამო.
მიუხედავად ცილისწამების მასშტაბისა, შეურაცხყოფის ხარისხისა, ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი, მაგრამ ესეც კი არ ამართლებს იმას, რაც მოხდა.
გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ.“ - წერს მანჯგალაძე.